ისტორია
ქვეყანა მდებარეობს აღმოსავლეთ ევროპაში. მისი მოსაზღვრე სახელმწიფოებია: გერმანია, ჩეხეთი, სლოვაკეთი, უკრაინა, ბელარუსი, ლიტვა, რუსეთი (კალინინგრადის ოლქი). ფართობი - 312.700 კვ.კმ.
მე–19 საუკუნეში საქართველოში გადმოსახლდნენ პოლონელების შთამომავლები.
პოლონელი ანჯეი ზდანევიჩი მეფის რუსეთის საწინაარმდეგო 1863 წლის აჯანყებაში მონაწილეობის გამო საქართველოში იქნა გადასახლებული. მისმა შვილიშვილმა ილიამ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტზე დაგვიტოვა საკუთარი ხელმოწერა და რაც არანაკლებ სამადლობელოა, დღეს თუ ფიროსმანით ასე ვამაყობთ ესეც ძმები ზდანევიჩების, კირილესა და ილიას, დამსახურებაა. . .
კულტურა
ნიკოლოზ კოპერნიკი (დ. 19 თებერვალი, 1473 — გ. 24 მაისი, 1543) — ცნობილი პოლონელი ასტრონომია. განუზომლად დიდია მისი ღვაწლი სამყაროს შესწავლის საქმეში.
მაშინდელი ეკლესია ამტკიცებდა, რომ სამყაროს ცენტრი დედამიწაა და მის გარშემოა განლაგებული მზე და ვარსკვლავებიო. კოპერნიკმა, ხანგძლივი კვლევა-ძიების შედეგად დაამტკიცა, რომ ჩვენი ხილული სამყაროსა და პლანეტების ცენტრი მზეა. დედამიწაც, როგორც საერთო პლანეტა, ბრუნავს მზის გარშემო. ამ აღმოჩენით საფუძველი ჩაეყარა ჰელიოცენტრისტულ სისტემას (ბერძნ. ‘ήλιος „ჰელიოს“ ნიშნავს მზეს, ლათ. centrum „ცენტრუმ“ — ცენტრს).
კოპერნიკი ვერ მოესწრო თავისი წიგნის გამოცემას, ხოლო როცა მისი ნაშრომი დაიბეჭდა, კათოლიკურმა ეკლესიამ, ის აკრძალულ წიგნთა სიაში შეიტანა.
პოლონელი მწერლებიდან აღსანიშნავია:იანუშ კორჩაკი,გაბრიელ ლაუბი ,ჰენრიკ სენკევიჩი (პოლ. Henryk Sienkiewicz), სრული სახელი Henryk Adam Aleksander Pius Sienkiewicz; (5 მაისი 1846, ვოლია–ოკშეისკა ნა პოდლიაშიე, პოლონეთი — 15 ნოემბერი 1916, ვევე, შვეიცარია) — პოლონელი მწერალი, 1905 წელს ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი.
ფრედერიკ შოპენი (პოლ. Fryderyk Franciszek Chopin) (22 თებერვალი (სხვა წყაროებით — 1 მარტი) 1810, სოფელი ჟელიაზოვა–ვოლია, ვარშავის მახლობლად, პოლონეთი — 5 (17 ოქტომბერი) 1849, პარიზი, საფრანგეთი), პოლონელი კომპოზიტორი და პიანისტი, დიდი ხნის მანძილზე ცხოვრობდა საფრანგეთში (ფრანგ. Frédéric François Chopin). ავტორი მრავალრიცხოვანი ნაწარმოებებისა ფორტეპიანოსთვის.პოლონური მუსიკალური ხელოვნების უდიდესი წარმომადგენელი.
საქართველოში მცხოვრები პოლონელი მხატვრებიდან ყველაზე გამოჩენილი იყო ზიგმუნტ ვალიშევსკი. მისი შემოქმედება ეკუთვნის ორივე ქვეყანას, საქართველოს და პოლონეთს. ილია და კირილ ზდანევიჩებთან ერთად მისი სახელი დაკავშირებულია გენიალური ქართველი თვითნასწავლი მხატვრის ნიკო ფიროსმანაშვილის აღმოჩენასა და პოპულარიზებასთან. უკვე პოლონეთში გადასახლების შემდეგაც თავის ნამუშევრებში იგი არაერთხელ უბრუნდებოდა ნიკო ფიროსმანაშვილის შემოქმედების მოტივებს. საქართველოში მან დატოვა თავისი თანამედროვეების პორტრეტების
მთელი გალერეა, სადაც მახვილი თვალით არის დანახული ხასიათის თავისებურებები და გამოირჩევა ნაზი იუმორით.
. .
მაზურკა – (პოლ. mazurek) პოლონური სახალხო ცეკვა. მე–19 საუკუნეში მეტწილად ფრედერიკ შოპენის დამსახურებით სამეჯლისო ცეკვა გახდა. მუსიკალური ზომა 3/4 ან 3/8.
სახელწოდება მომდინარეობს პოლონეთის ოლქის მაზოვიის მაცხოვრებლების სახელწოდებიდან (მაზურები).
პოლონეთის ეროვნული ჰიმნი წარმოადგენს მაზურკას.
მე–19 საუკუნის შემდეგ მრავალმა კომპოზიტორმა განავრცო მაზურკა და თავისი წვლილი შეიტანა მის პოპულარიზაციაში. ფრედერიკ შოპენმა შექმნა 50–მდე მაზურკა ფორტეპიანოსთვის, პეტრე ჩაიკოვსკიმ – 6 ფორტეპიანოსთვის, და ერთი კი თავისი ბალეტისთვის გედების ტბა, ალექსანდრე ბოროდინმა – 2 თავისი მცირე სიუიტისტვის, მიხელ გლინკამ – 2, ასევე ალექსანდრე სკრიაბინმა. საფრანგეთში მაზურკებს შექმნეს კლოდ დებიუსიმ და მორის რაველმა.
პოლონური სამზარეულოს სიმბოლო დიდი ხანია გახდა კერზი "ბიგოსი" ,რომელიც მზადდება დამჟავებული კომბოსტოსა და ხორცისაგან.
среда, 16 декабря 2009 г.
Подписаться на:
Сообщения (Atom)